"ლუის ენრიკე დიდებული მწვრთნელია, თუმცა.." - დე ლაურენტისის მოულოდნელი განცახდება » სპორტის ხაზი

"ლუის ენრიკე დიდებული მწვრთნელია, თუმცა.." - დე ლაურენტისის მოულოდნელი განცახდება

"ლუის ენრიკე დიდებული მწვრთნელია, თუმცა.." - დე ლაურენტისის მოულოდნელი განცახდება
30-05-2023, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლიდან მიდის, აურელიო დე ლაურენტისი კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ძიებაშია.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ დამრიგებელზე, ლუის ენრიკეზე, რომლის შესახებაც დე ლაურენტისის გაკეთებულმა კომენტარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა:

"ლუის ენრიკე დიდებული მწვრთნელია, მისი ბარსელონაში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მეტად პრემიერ ლიგაზეა კონცენტრირებული. ჩვენ მოგვიწევს, რომ სხვა წამყვან ლიგებს კონკურენცია გავუწიოთ, რომლებიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ნეაპოლურ სამზარეულოზე და ქალაქის სილამაზეზე ვესაუბროთ, თუმცა პრემიერ ლიგაში უფრო მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც ყურადსაღები ფაქტია."

სხვათაშორის, დე ლაურენტისმა ყურადღება ნაპოლის სათამაშო ფორმაციაზე, ანუ 4-3-3-ზეც გაამახვილა და თქვა, რომ სპეციალისტის მოყვანას სწორედ ამ ფაქტორის შესაბამისად აპირებს:

"ჩვენ 4-3-3 ფორმაციით ვთამაშობთ და ვაპირებთ, რომ ამავე ფორმაციის ფეხბურთელები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რათა ეს საოცარი ისტორია გაგრძელდეს. ცხადია, ამ ტაქტიკით მსოფლიოში არაერთი ცნობილი და წარმატებული სპეციალისტი თამაშობს, ჩვენ მათ დავაკვირდებით და შევისწავლით." - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი