"პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ" - ლუჩანო სპალეტი

"პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ" - ლუჩანო სპალეტი
28-05-2023, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ბოლონიამ და ნაპოლიმ 2:2 ითამაშეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტის ჟურნალისტებმა შეკითხვა კლუბიდან წასვლის შესახებ დაუსვეს, რაზეც მან შემდეგი რამ თქვა:

"ამაზე და ნაპოლის პრეზიდენტის კომენტარებზე არაფრის თქმა არ მსურს, რადგან ახლა ბოლომდე ვარ ორიენტირებული სეზონის დასრულებასა და გულშემატკივრებთან ერთად ზეიმზე." - თქვა სპალეტიმ

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დე ლაურენტისმა თქვა, რომ არავისთვის ფრთების დაჭრას არ აპირებს, მედიამ კი მისი ეს კომენტარი ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლას დაუკავშირა.

ცნობისთვის, ნაპოლის იტალიაში ანტონიო კონტეს, ლუის ენრიკეს, რაფაელ ბენიტესსა და სხვა ცნობილ მწვრთნელებს უკავშირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი