როგორც იცით, ნაპოლიმ სერია A-ს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გუშინ გამართა და ინტერი მარადონაზე 3:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 82 წუთით მიიღო. აი, როგორ შეაფასეს ქართველი შემტევის თამაში უცხოურ მედიაში:
Eurosport - "მისთვის გამწესებულ ბელანოვას გვერდი არაერთხელ აუარა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად რამდენიმე კაცის მეურვეობის ქვეშაა."
Tuttonapoli - "თამაშის განვითარებაში სასარგებლო მნიშვნელობის ფეხბურთელია. ინტერთან მატჩისას ანდრე ონანამ ხვიჩას არ გაატანინა, თუმცა ანგისას გოლისას კვარაცხელიას გავლენა იგრძნობოდა."
Goal - "ხვიჩა კვარაცხელიას გამონათებები ნაპოლის საშუალებას აძლევს, რომ უკეთეს გუნდად იქცეს."
Calciomercato - "ქართველი ფეხბურთელი ინტერის მცველებისთვის დაუცხრომელი თავის ტკივილია, მას რამდენიმე კაცის წინაშე თამაში არ აშინებს."