იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ ტურნირის მორიგ აუტსაიდერს, კერძოდ სპეციას 2:0 აჯობა.
მატჩის დასრულებისას უცხოურ მედიაში ქართველი მცველი ასე შეაფასეს:
Eurosport
"ის სეზონის მიმდინარეობისას ძალიან გაიზარდა და დიდი პროგრესი აჩვენა. მან სპეციასთან უბადლოდ ითამაშა და ხშირად მეტოქის შეტევებს სწორედ თავად ანეიტრალებდა."
Calciomercato
"მან მორიგი წარმატებული და პროდუქტიული შეხვედრა ჩაატარა. მაგალითისთვის, შომუროდოვს თამაშის შესაძლებლობა არ მისცა და ამით კრემონეზემ ძალიან იხეირა."
Tuttomercatoweb
"არასწორ და შეუფერებელ პოზიციაზე არასდროს დგას, რადგან ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებს თავის საქმეს. მან სპეციასთან კიდევ ერთი დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი მატჩი გამართა." - წერენ ლოჩოშვილზე
ცნობისთვის, კრემონეზე სერია A-ს მე-19 ადგილს 24 ქულით იკავებს, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად კი 4 ქულა სჭირდება.