"ნაპოლისა და ნაგელსმანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა" - ნახეთ რას ამბობს ფიფას აგენტი » სპორტის ხაზი

"ნაპოლისა და ნაგელსმანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა" - ნახეთ რას ამბობს ფიფას აგენტი

"ნაპოლისა და ნაგელსმანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა" - ნახეთ რას ამბობს ფიფას აგენტი
19-05-2023, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

დიდი ალბათობით, ლუჩანო სპალეტი და ნაპოლი სეზონის ბოლოს ერთმანეთს დაემშვიდობებიან. იტალიურ გუნდში 2 სეზონის გატარებისა და სკუდეტოს დაუფლების შემდეგ, ტოსკანელი სპეციალისტისა და კლუბის პრეზიდენტის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლუჩანო მალე ნაპოლიდან უნდა წავიდეს.

კლუბმა სპალეტის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და რამდენიმე გვარიც დასახელდა, მათ შორის ვინჩენცო იტალიანოს, ანტონიო კონტეს, რაფაელ ბენიტესისა და სხვების, თუმცა ყველასგან იულიან ნაგელსმანი უნდა გამოვარჩიოთ, რომლის შესახებაც ფიფას აგენტმა, კერძოდ ჯიჯი იაკომინომ დღეს დაწერა:

"რომში ნაპოლისა წარმომადგენლები იულიან ნაგელსმანის აგენტს, ვოლკერ სტრუტს შეხვდნენ, სასაუბრო თემა კი პარტენოპეის გერმანელი სპეციალისტისთვის ჩაბარება იყო." - ამბობს იაკომინო

ცნობისთვის, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც იულიან ნაგელსმანის ნაპოლიში დანიშვნის ჩაშლა შეუძლია, ეს სახელფასო გადასახადია, რაც გერმანელ მწვრთნელს ბაიერნში არც თუ ისე დაბალი ჰქონდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი