თუ ნაპოლის შემადგენლობას განვიხილავთ და სუსტი წერტილის მოძებნას შევეცდებით, ალბათ ერთ-ერთი ასეთი მარჯვენა გარემარბის პოზიცია იქნება, სადაც ირვინგ ლოსანო და მატეო პოლიტანო ერთმანეთს ეტაპობრივად ანაცვლებენ, ჯამურად კი ორივეს სულ რაღაც 8 გოლი აქვს გატანილი.
შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისმა ამავე პოზიციაზე ახალი მოთამაშის მოყვანა გადაწყვიტა, ამისთვის კი მან თვალი ფენერბაჰჩეს ახალგაზრდა თურქ ტალანტს, არდა გიულერს დაადგა, რომელსაც თამაში როგორც ნახევარდაცვაში, ისე შეტევაში შეუძლია.
არდა გიულერი სულ რაღაც 18 წლის გახლავთ და ამ სეზონში თურქული კლუბის მაისურით 31 მატჩი გამართა, გაიტანა 6 გოლი და ერთით ნაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, თურქულმა გამოცემამ, კერძოდ Fanatic-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისს მასში 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, შეთანხმება კი მხარეებს შორის უკვე შემდგარია.