უარი ახალ კონტრაქტებზე - ნაპოლის ამ ზაფხულს 3 ფეხბურთელი დატოვებს? » სპორტის ხაზი

უარი ახალ კონტრაქტებზე - ნაპოლის ამ ზაფხულს 3 ფეხბურთელი დატოვებს?

უარი ახალ კონტრაქტებზე - ნაპოლის ამ ზაფხულს 3 ფეხბურთელი დატოვებს?
17-05-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2022/2023 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, აქტიურდება ფეხბურთელთა გასხვისება/შენარჩუნების საკითხიც.

დღეს, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ამავე ზაფხულს ნაპოლიში ცვლილებებია მოსალოდნელი და გუნდს 3 მოთამაშე დატოვებს.

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისმა კონტრაქტის განახლებაზე უარი პიოტრ ჟიელინსკის, მატეო პოლიტანოსა და მარიო რუის უთხრა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს კლუბში დარჩენა გადაწყვეტილი ჰქონდა.

ცნობისთვის, მარიო რუი ნეაპოლური გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. რაც შეეხება პიოტრ ჟიელინსკის, ის ნაპოლის 2016 წელს შეუერთდა, მატეო პოლიტანო კი პარტენოპეიმ 2021 წელს დაიმატა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი