ამას მართლაც იმსახურებდა - კარგი ამბავი ხვიჩასა და ნაპოლის შესახებ » სპორტის ხაზი

ამას მართლაც იმსახურებდა - კარგი ამბავი ხვიჩასა და ნაპოლის შესახებ

ამას მართლაც იმსახურებდა - კარგი ამბავი ხვიჩასა და ნაპოლის შესახებ
16-05-2023, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ეჭვგარეშეა, რომ ქართველი გარემარბი ნაპოლის ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილეა.

როგორც თავად კლუბის ინსაიდერმა, ანუ მასთან დაახლოებულმა სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ დაწერა, ნაპოლი გეგმავს, რომ ამ დღეებში ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს.

ამჟამად, კვარაცხელიას ნაპოლისთან დადებული ხელშეკრულება 2027 წლამდეა გათვალისწინებული, თუმცა აურელიო დე ლაურენტისის სურვილია, რომ ის 2028 წლამდე გახანგრძლივდეს. გარდა ამისა, იგეგმება კვარასთვის ხელფასის გაორმაგებაც.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი