მოგეხსენებათ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში გუშინ მონცასთან ითამაშა და გასვლაზე 2:0 უშანსოდ დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის ბოლოს ჟურნალისტებთან მცირედი კომენტარი სპალეტიმ კვარაცხელიაზე გააკეთა, გთავაზობთ მას:
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით ხვიჩა კვარაცხელიას თვისებები. მას უბრალოდ შეუძლია, რომ უამრავი რამ ძალიან მაღალ დონეზე შეასრულოს. მიუხედავად ამისა, უკეთესი იქნება თუ დაცვით ფაზაში თამაშს კიდევ უფრო მოუმატებს."
"როდესაც ხვიჩას ბურთი აქვს, მეტოქეებს მისი ეშინიათ, რადგან საოცრებების კეთება შეუძლია და არაპროგნოზირებადია. მასთან მუდმივად რამდენიმე ფეხბურთელია, რაც სხვებს სივრცეებს უხსნის, ხვიჩა უბრალოდ ზღაპრულია." - თქვა სპალეტიმ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში 21 მაისს გამართავს, მეტოქე კი ინტერი იქნება.