“დღეს საზოგადოება ძალზედ რასისტულია” - პლატინი პრობლემაზე ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

“დღეს საზოგადოება ძალზედ რასისტულია” - პლატინი პრობლემაზე ალაპარაკდა

“დღეს საზოგადოება ძალზედ რასისტულია” - პლატინი პრობლემაზე ალაპარაკდა
10-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინმა ლუკაკუს მისამართით “იუვეს” ქომაგების მხრიდან რასისტულ შეძახილებსა და ზოგადად ფეხბურთში რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა:

“ზოგადად, საზოგადოება ძალიან რასისტულია. ფეხბურთი ცდილობს რასიზმი სტადიონებზე აღმოფხვრას, მაგრამ ეს ყველაფერი ძნელია.

როცა პრეზიდენტი ვიყავი, იდეა რომ მქონოდა, როგორა აღმომეფხვრა ეს პრობლემა, მას განვახორციელებდი. მე ის ვიცი, რომ ამის მოგვარება პირველ რიგში სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

მე არ ვფიქრობ, რომ იტალია რასისტული ქვეყანაა, ისევე როგორც საფრანგეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას სურს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი