საოცარი სტატისტიკა, რომელიც მიქაუტაძეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ! » სპორტის ხაზი

საოცარი სტატისტიკა, რომელიც მიქაუტაძეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ!

საოცარი სტატისტიკა, რომელიც მიქაუტაძეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ!
8-05-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე მეცთან ერთად ლიგა 2-ში ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ქართველ ფეხბურთელს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი.

გთავაზობთ სტატისტიკას, რომელსაც Geo Team ავრცელებს და რომლის გაგების შემდეგ ქართველი ფორვარდი კიდევ უფრო შეგიყვარდებათ:

"გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 22 გოლი აქვს გატანილი, კარის ჩარჩოში კი მიმდინარე სეზონში სულ 35-ჯერ დაარტყა." - წერს ქართული გვერდი

მეცი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით ბარნლი სერიოზულად ინტერესდება და არის შანსი, რომ მეცის ფორვარდი მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში ვიხილოთ..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი