ბევრს გამოგრჩებოდათ - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩას უდინეზესთან მატჩში? » სპორტის ხაზი

ბევრს გამოგრჩებოდათ - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩას უდინეზესთან მატჩში?

ბევრს გამოგრჩებოდათ - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩას უდინეზესთან მატჩში?
5-05-2023, 17:32
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის სერია A-ს შეხვედრაში უდინეზემ და ნაპოლიმ ქულები გაიყვეს (1:1), ლუჩანო სპალეტის გუნდი კი სკუდეტოს გამარჯვებული ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ოფიციალურად გახდა.

ამ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მინდორზე 86 წუთი გაატარა, შემდეგ კი ის ირვინგ ლოსანოთი ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ კვარას მოედნიდან გასვლისას მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა.

რაც შეეხება ქართველის შეფასებას (სხვადასხვა გვერდით მიხედვით), ის 6.7-6.9 სარეიტინგო მაჩვენებლებს შორის მერყეობდა, მატჩის საუკეთესო კი გამათანაბრებელი გოლის ავტორი ვიქტორ ოსიმენი გახდა (7.5).

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას (უკვე ფორმალურად) 7 მაისს ფიორენტინას წინააღმდეგ მარადონაზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი