“პარი სენ-ჟერმენმა” მესი დასაჯა » სპორტის ხაზი

“პარი სენ-ჟერმენმა” მესი დასაჯა

“პარი სენ-ჟერმენმა” მესი დასაჯა
3-05-2023, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც RMC Sport-ი იტყობინება “პარი სენ-ჟერმენის”ხელმძღვანელობამ ლიონელ მესი დასაჯა და 2 კვირით გუნდიდან მოკვეთა. საინტერესოა, რა გახდა ამის მიზეზი - არგენტინელის დასჯის განმაპირობებელი ის იყო, რომ “ლორიანთან”მატჩის მეორე დღეს იგი თვითნებურად საუდის არაბეთში წავიდა ოჯახთან ერთად.

როგორც ირკვევა, მესის ეს ნაბიჯი თავის ამჟამინდელ კლუბთან შეთანხმებული არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ იგი 2-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. ჯერ-ჯერობით საფრანგეთის დედაქალაქური კლუბი აღნიშნულ ცნობებს ოფიციალურად არ ადასტურებს.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა მოთამაშემ პარიზული გუნდის მაისურით ყველა ტურნირის ეგიდით 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი