ზიელინსკი: “კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა ეს საქმე მას მიანდეს” » სპორტის ხაზი

ზიელინსკი: “კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა ეს საქმე მას მიანდეს”

ზიელინსკი: “კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა ეს საქმე მას მიანდეს”
19-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2-1 “მილანი” გავიდა. სამწუხაროდ გუშინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. პიოტრ ზიელისნკიმ მატჩის შემდგომ ქართველი თანაგუნდელი გაამხნევა:

“თერთმეტმეტრიანი სეპიზოდში კვარაცხელია თავს კარგად გრძნობდა, დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა ეს საქმე მას მიანდეს. ის ჩვენი პენალტისტია და ამ ნიშნულიდან 2 გოლი უკვე გაიტანა. ის, რაც კვარას მოუვიდა, ყველას შეიძლება, დაემართოს და შეცდომებს ყველა უშვებს. ბევრი მომენტი შევქმენით, მეტოქის კარისკენ 20-ზე მეტჯერ დავარტყით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. როცა მილანის კარი ავიღეთ, ძალიან გვიანი იყო.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი