გუშინ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ორი შეხვედრის ჯამში “მილანმა” ანგარიშით 2-1 იმარჯვა. გუშინდელ მატჩი მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაიკ მენიომ მას თერთმეტმეტრიანი აუღო.
შეხვედრის შემდეგ მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა:
Calcio Napoli 1926 - “ბოლო იმედის თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მისგან მუდამ მეტს ველოდებით, კალაბრიას ვერაფერი მოუხერხა.”
Corriere dello Sport - “ორი-სამი კაცი თავს ეხვია, მათ ვერ ცდებოდა, მაგრამ როცა ეს შეძლო, ხიფათი შექმნა, განსაკუთრებით, მეორე ნახევარში. გუნდს მუხტავდა, მაგრამ გაცუდებული მომენტით ნაპოლის იმედი დაუკარგა.”
Eurosport - “კვარაცხელიას ნაპოლის მარცხის მთელი სიმძიმე ედო. ბევრს ეცადა, მაგრამ მილანის მცველებმა გალიაში გამოკეტეს.”