ვიერი: “კვარასგან განსხვავებით ლეაუს ორმაგი მეურვეობაც ვერ აჩერებს” » სპორტის ხაზი

ვიერი: “კვარასგან განსხვავებით ლეაუს ორმაგი მეურვეობაც ვერ აჩერებს”

ვიერი: “კვარასგან განსხვავებით ლეაუს ორმაგი მეურვეობაც ვერ აჩერებს”
19-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. “როსონერიმ” ორი მატჩის ჯამში “ნაპოლი” ანგარიშით 2-1 დაამარცხა. უშუალოდ გუშინდელი დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. ჯერ ოლივიე ჟირუმ ლეაუს ულამაზესი გადაცემით ანგარიში გახსნა, ვიქტორ ოსიმენმა კი მატჩის მიწურულს გაიტანა.

აღნიშნულ შეხვედრას არაერთი ყოფილი მოთამაშე გამოეხმაურა, მათ შორის კრისტიან ვიერი:

“ლეაუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო. მას აქვს ის სიძლიერე და უნარები, რომელმაც ნაპოლისთვის პრობლემებიც შექმნა შეძლო. კვარასგან განსხვავებით ლეაუს ორმაგი მეურვეობაც ვერ აჩერებს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი