"ვცდებოდი, ეს რა თქმა უნდა გმირობაა", - დათო გორგილაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"ვცდებოდი, ეს რა თქმა უნდა გმირობაა", - დათო გორგილაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს

"ვცდებოდი, ეს რა თქმა უნდა გმირობაა", - დათო გორგილაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს
14-04-2023, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე, სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.

,,ვხვდებოდი, რომ კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, უკვე ფეხბურთის საზღვრებს მიღმა იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ რამდენად. ნეაპოლში, პირველ რიგში, სწორედ ამის გასაგებად წავედი. არასოდეს მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ რაღაცაში შევცდი, მაგრამ ამჯერად მახარებს კიდეც ეს შეცდომა. თვეების წინ დავწერე, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ადამიანი გმირი ვერ გახდება-მეთქი. იმან, რაც ნეაპოლში ვნახე, განვიცადე და ვიგრძენი, საპირისპიროში დამარწმუნა.

ეს ბიჭი უბრალოდ თამაშობს - ოღონდ თამაშობს ლაღად, თავისუფლად და მთელი გულით და ამის გამო თურმე მთელი ქალაქის შთაგონების წყარო, ინსპირაცია და იმედი ხდება. მისი ხათრით სწავლობენ და სწორად გამოთქვამენ ქართულ სიტყვებს, ცდილობენ გაიცნონ ეს ქვეყანა და მადლიერებას გამოხატავენ. ესაა ევროპა - გაფასებდეს პროფესიონალიზმის თავისუფლებისა და შრომისმოყვარეობისთვის და მისთვის მხოლოდ ხაჭაპურისა და ხინკლის მკეთებელი ერი არ იყოს.

ჰო, ვცდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, გმირობაა. თუ რაც არის. ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა ეს აღმატებული სიტყვები. ეს ფილმი გაგა კაპანაძემ, გიკო დადიანმა და მე გავაკეთეთ უყურეთ და შეიყვარეთ", - წერს გორგილაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი