"ნეაპოლში სწორედ ამის გასაგებად წავედი" - დათო გორგილაძე ხვიჩაზე წერს » სპორტის ხაზი

"ნეაპოლში სწორედ ამის გასაგებად წავედი" - დათო გორგილაძე ხვიჩაზე წერს

"ნეაპოლში სწორედ ამის გასაგებად წავედი" - დათო გორგილაძე ხვიჩაზე წერს
8-04-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

სატელევიზიო წამყვანი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ მას:

"ვხვდებოდი, რომ კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, უკვე ფეხბურთის საზღვრებს მიღმა იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ რამდენად.

ნეაპოლში, პირველ რიგში, სწორედ ამის გასაგებად წავედი.

არასოდეს მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ რაღაცაში შევცდი, მაგრამ ამჯერად მახარებს კიდეც ეს შეცდომა. თვეების წინ დავწერე, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ადამიანი გმირი ვერ გახდება-მეთქი.

იმან, რაც ნეაპოლში ვნახე, განვიცადე და ვიგრძენი, საპირისპიროში დამარწმუნა.

ეს ბიჭი უბრალოდ თამაშობს - ოღონდ თამაშობს ლაღად, თავისუფლად და მთელი გულით და ამის გამო თურმე მთელი ქალაქის შთაგონების წყარო, ინსპირაცია და იმედი ხდება.

მისი ხათრით სწავლობენ და სწორად გამოთქვამენ ქართულ სიტყვებს, ცდილობენ გაიცნონ ეს ქვეყანა და მადლიერებას გამოხატავენ.

ესაა ევროპა - გაფასებდეს პროფესიონალიზმის თავისუფლებისა და შრომისმოყვარეობისთვის და მისთვის მხოლოდ ხაჭაპურისა და ხინკლის მკეთებელი ერი არ იყოს.

ჰო, ვცდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, გმირობაა. თუ რაც არის. ბოლო-ბოლო, რა საჭიროა ეს აღმატებული სიტყვები.

უყურეთ და შეიყვარეთ." - დათო გორგილაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი