დღეს კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური სტადია სტარტს ოფიციალურად აიღებს, ნიკა კვეკვესკირის ლეხი კი ფიორენტინას უმასპინძლებს.
პოლონურმა კლუბმა წინა ეტაპზე დიურგარდენის ბარიერი გადალახა, რომელთანაც ლეხმა საერთო ჯამში 5-0 მოიგო. რაც შეეხებათ იტალიელებს, მათ 1/8 ფინალში თურქული სივასპორი დაამარცხეს (ორი მატჩის ჯამში 5-1).
ლეხისა და ფიორენტინას დაპირისპირება 23:00 საათზე გაიმართება, მატჩის ხილვა კი ამ ვებგვერდზე შეგეძლებათ, - იხილეთ ფოტო.