“ბავშვს მისი სახელი დაარქვეს, თუმცა გოლი ვერ მიუძღვნა” - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარაზე » სპორტის ხაზი

“ბავშვს მისი სახელი დაარქვეს, თუმცა გოლი ვერ მიუძღვნა” - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარაზე

“ბავშვს მისი სახელი დაარქვეს, თუმცა გოლი ვერ მიუძღვნა” - რას წერენ იტალიურ მედიაში კვარაზე
8-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” ესტუმრა და ანგარიშით 2-1 იმარჯვა. ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეის” ძირითად შემადგენლობაში იყო და Sofascore-სგან 7 ქულა დაიმსახურა.

საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია ნეაპოლელთა 77-ე ნომერის თამაშს.

Calciomercato - “პირველ ტაიმში ანათებდა, მეორე ტაიმში ცდილობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.”

Calcionapoli1926 - “ძლივს ჩანდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთი ხშირად არ მისდიოდა. გავლენა ვერ მოახდინა და ოთხშაბათს, მილანთან გასამართი მატჩისას, სხვა კვარაა საჭირო.”

Calcionapoli - “მამამ შვილს მისი სახელი დაარქვა, მაგრამ კვარამ მას გოლი ვერ მიუძღვნა, რადგან რასპადორიმ პასი დაუგვიანა. ლოზანოს მომენტი პრაქტიკულად არსაიდან გაუჩინა და მისი კიდევ ერთი აფეთქება ზამბო ანგისამ ვერ გამოიყენა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი