"ხვიჩა ყოველთვის თავმდაბალი იყო" - კვარაცხელიას მასწავლებელი ფეხბურთელის ახალგაზრდულ წლებს იხსენებს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ყოველთვის თავმდაბალი იყო" - კვარაცხელიას მასწავლებელი ფეხბურთელის ახალგაზრდულ წლებს იხსენებს

"ხვიჩა ყოველთვის თავმდაბალი იყო" - კვარაცხელიას მასწავლებელი ფეხბურთელის ახალგაზრდულ წლებს იხსენებს
3-10-2022, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პედაგოგი, მანანა მერაბიშვილი 21 წლის შემტევის ახალგაზრდულ პერიოდს იხსენებს და აცხადებს.

" ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ. მე-5 კლასში იყო ხვიჩა, როდესაც მის კლასში შევედი და სკოლის დასრულებამდე ამ კლასის ხელმძღვანელი ვიყავი. მასთან ერთად 8 წელი გავატარეთ. ის ძალიან ენერგიული, ნიჭიერი, გონიერი, ყოველთვის სწრაფი აზროვნებით გამოირჩეოდა. რომ გითხრათ, ხელში სულ წიგნი ეჭირა და ძალიან კარგად სწავლობდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები, თუმცა ჰქონდა გამორჩეული თვისებები რა თქმა უნდა.

11-ე კლასში ხვიჩას გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი, თუმცა მისთვის ეს რთული ამოცანა იყო, რადგან სულ ვარჯიშობდა და ამ დროს "რუბინის" რიგებშიც ირიცხებოდა. თუმცა, მან მაინც მოახერხა გამოცდის ჩაბარება და დღემდე მიკვირს თუ როგორ მოახერხა ეს. გამოცდის შემდეგ, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ "ჩავაბარე, მასწ!" და სიხარულით თვალები უბრწყინავდა.

ხვიჩას საცოლე ახლახანს გავიცანი, სრულიად შემთხვევით, უბანში დედამთილთან ერთად შემხვდა. როგორც ვნახე კარგი გოგონაა, ინტელექტუალური ჩანს და ეტყობა, რომ კარგი ოჯახის შვილია. მინდა ჩემი შვილივით მიყვარს და მინდა მის გვერდით ღირსეული ადამიანი იდგეს."
- ამბობს ქალბატონი მანანა მერაბიშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი