1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ფულვიო კოლოვატიმ Sport on Radio-ს ეთერში ნაპოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი სკუდეტოს დანამდვილებით მოიგებს:
"ნაპოლი სერია A-ს აუცილებლად მოიგებს, რადგან უბრალოდ არ არსებობს გზა, რომელიც მათ ტიტულს წაართმევს. ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები სკუდეტოს უდიდესი უპირატესობით მოიგებენ და მსგავსი შემთხვევა არც კი მახსენდება, მათი მიღწევა დამსახურებული და უნიკალურია."
სხვათაშორის, კოლოვატიმ კომენტარი ნაპოლისა და მილანის შეხვედრის შესახებაც გააკეთა:
"ბოლო მატჩში მილანი უკეთესი იყო, ნაპოლი კი ჩვეული სტანდარტებისგან ძალიან შორს იყო. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, ამავე გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის უპირატესობას მაინც სპალეტის ვანიჭებ, რომელმაც ისეთი ფეხბურთელები აათამაშა უმაღლეს დონეზე, როგორებიც კიმი და კვარაცხელია არიან." - თქვა კოლოვატიმ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრა ხვალ, ლეჩეს წინააღმდეგ 21:00 საათზე გაიმართება.