"სერია A-ს 2 მთავარი ვარსკვლავი? - ესენი.." | ფაბიო კაპელო » სპორტის ხაზი

"სერია A-ს 2 მთავარი ვარსკვლავი? - ესენი.." | ფაბიო კაპელო

"სერია A-ს 2 მთავარი ვარსკვლავი? - ესენი.." | ფაბიო კაპელო
30-03-2023, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ სერია A-ზე ისაუბრა და ის 2 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის უმთავრესი ვარსკვლავები არიან:

"მთავარი ვარსკვლავები? - ვფიქრობ, ასეთი ბევრია, თუმცა თავში პასუხი მაინც მომდის, ესენი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. ჩემი აზრით, ნაპოლის შემტევთა უმთავრეს ფეხბურთელებად მოხსენიება სავსებით ლეგიტიმური იქნებოდა."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მის ანგარიშზე 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. დიდი ალბათობით, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს უნდა გადაეცეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი