იბრაჰიმოვიჩი: “წარსული, აწმყო და მომავალი მე ვარ” » სპორტის ხაზი

იბრაჰიმოვიჩი: “წარსული, აწმყო და მომავალი მე ვარ”

იბრაჰიმოვიჩი: “წარსული, აწმყო და მომავალი მე ვარ”
23-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური “მილანის” 41 წლის თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ყველაზე ასაკიანი მოთამაშე გახდა, ვისაც სერია A-ში გოლი გაუტანია, შვედეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა. ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

"ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ვცდილობ, დღიდან დღემდე ვიცხოვრო და აწმყოში დავრჩე, თუმცა მე აწმყო, წარსული და მომავალი ვარ"- წერს Calciomercato შვედი თავდამსხმელის სიტყვებს.

ზლატანი ნაკრებში 2001 წლიდან ასპარეზობს. მან 121 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლიც გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი