ფაქტია, ედენ აზარის ესპანური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგოროც ამას თავად ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ისურვებდა - ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბელგიელ შემტევს 3 იანვრის შემდეგ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია.
სწორედ ამის გამო, მადრიდის რეალი 32 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას და ხელფასის მხოლოდ ნახევრის გადახდის ვარიანტს განიხილავს - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური Diaro AS იტყობინება.
Calciomercatoweb-ის ცნობით კი შესაძლოა აზარმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს, წყაროს მტკიცებით, ბელგიელ ფეხბურთელთან თანამშრომლობით ორი გრანდი - იუვენტუსი და ინტერი არიან დაინტერესებულები.
ცნობისთვის, მიუხედავად ბელგიელის ცუდი ფორმისა, ის მადრიდის რეალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულს ეწურება.