გიორგი მამარდაშვილის ყოფილმა დამრიგებელმა, ჯენარო გატუზომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა:
"ეს ბიჭი წარმოუდგენელია, მას შეუძლია, რომ ურთულესი მოძრაობები ყველაზე იოლად შეასრულოს, მისით აღფრთოვანებული ვარ."
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ჯორჯ ბესტს ჰგავს, რომელსაც ანალოგიურად შეეძლო მსგავსი სირთულეების გამარტივება."
"ამ სეზონში ყველაზე მეტად ნაპოლის თამაში მომწონს, მათი საოცნებო ფეხბურთი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს." - თქვა გატუზომ Radio Rai 1-თან საუბრისას