"ნორმალურია, რომ თანამდებობიდან გაშვების მეშინოდეს" | ჯენარო გატუზო » სპორტის ხაზი

"ნორმალურია, რომ თანამდებობიდან გაშვების მეშინოდეს" | ჯენარო გატუზო

"ნორმალურია, რომ თანამდებობიდან გაშვების მეშინოდეს" | ჯენარო გატუზო
29-01-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრა ვალიადოლიდსა და ვალენსიას შორის, რომელიც მასპინძელმა გუნდმა 1:0 ბოლო წუთებზე მოიგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გულახდილად აღნიშნა, რომ თანამდებობიდან მოხსნის შიში გააჩნია, ეს კი სავსებით ლოგიკურია:

"ჩემთვის ნორმალურია ფაქტი, რომ ჩემი თანამდებობის უწყვეტობის მეშინოდეს. მე პატივი უნდა ვცე იმას, რასაც კლუბი გადაწყვეტს. ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ გუნდი მაქსიმალურად გავაუმჯობესო, რადგან ახლა საშინლად ნეგატიურ ფაზაში ვიმყოფებით."

"მე ვაგებ პირველი პასუხს იმაზე, რაც ახლა ვალენსიაში ხდება. კლუბის ფული? - მე მას არ ვფლობ და არც ვალენსია მეკუთვნის, სატრანსფერო გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ."

"ვიცოდით და გააზრებული გვქონდა, რომ ლა ლიგაში მოგების გემო დავკარგეთ, ამიტომ ეს მატჩი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ და ცხრილში დავწინაურდეთ."

"ვცდილობდით, რომ თამაშის სტილი შეგვეცვალა, რისთვისაც მეტოქეს ველოდებოდით. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორეში არაფერი არ გამოგვივიდა. 3-4 თვის განმავლობაში ვალენსიას მკაცრად განსაზღვრული სტილი ჰქონდა, რა დროშიც ბევრ ისეთ მატჩში დავკარგეთ ქულები, სადაც ამას არ ვიმსახურებდით. ახლა ყველაფერი არეულია და სიმშვიდეც დაკარგული გვაქვს. ჩვენ უნდა დავიცადოთ, რომ ეს მომენტი გადავლახოთ, შემდეგ კი თამაში გამოვასწოროთ."
- ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, 23:55-ზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი