როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში “პსჟ” “ბაიერნთან” 0-2 დამარცხდა ( ორი მატჩის ჯამში 0-3) და ტურნირს დაემშვიდობა. მათ მარცხს ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი გამოეხმაურა:
“საინტერესოა, როგორია კლუბის გეგმა, მათი იდენტობა, ფილოსოფია. არაერთხელ მითქვამს, რომ კლუბსა და გულშემატკივარს შორის უფსკრულია. ისინი პრაქტიკულად ძველ პარი სენ-ჟერმენს ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, რადგან 20 წლის წინ რომ მეუბნებოდნენ, რომ პარიზში ასეთი გუნდი იარსებებდა, მე ვიფიქრებდი, რომ ეს ხუმრობაა, რომ ასე არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
მე გეტყვით, რატომ დავტოვე არსენალი. მე კონკურენცია მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. მე მიყვარდა არსენალი, მაგრამ უფრო მეტად მიყვარდა კონკურენცია. ასე რომ, თუ გიყვარს კონკურენცია, კილიან, მაშინ უნდა წახვიდე და ეს გააკეთო.”