გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლიგა 2-ის შეხვედრაში ანესი 0:3 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გენიალური მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა, აქედან ერთ-ერთი ულამაზესი და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
აი, როგორ გამოეხმაურა მეცის გულშემატკივართა საიტი გიორგი მიქაუტაძის ფანტასტიკურ თამაშს:
"ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ გიორგი მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, მან 2 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მეორე გოლი სრული მშვენება იყო, მან სამი მცველი გააბითურა და მეკარის ბარიერიც გადალახა. გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს და ჟან-ფილიპე კრასოს უკან იტოვებს. ალბათ, მიქაუტაძეს მეცი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს, თუმცა სანამ აქ არის, მისით ვისიამოვნოთ, - გაუმარჯოს გიორგი მეფეს!"