საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში გიორგი მიქაუტაძის 'მეცი' 'ეპინალს' დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
ფრანგული კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძელთა დაცვის გატეხვა მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხა - 87-ე წუთზე ლენი ჯოზეფმა 'ეპინალს' გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა.