რამდენიმე დღის წინ, იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში ემპოლისა და ნაპოლის დაპირისპირება სტუმართა სოლიდური გამარჯვებით, 0:2 დასრულდა, ვიქტორ ოსიმენმა კი სერია A-ში რიგით მე-19, ყველა ტურნირზე კი 21-ე გოლი გაიტანა.
როგორც იტალიური გამოცემა, კერძოდ La Gazzetta dello Sport წერს, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ემპოლის კარის აღებით ნაპოლისთან დადებული საბონუსე სისტემა გაააქტიურა და 130 000 ევრო მიიღო.
საქმე ისაა, რომ ამავე თანხის მიღება ოსიმენს ყველა ტურნირზე 20+ გოლის გატანის შემთხვევაში შეეძლებოდა. საგულისხმოა, რომ ანალოგიური საბონუსე სისტემა 25+ და 30+ გოლზეც მოქმედებს, შესაბამისად, ვიქტორს გარდა სპორტული თვალსაზრისისა, ფინანსური მოტივაციაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს პირველ პოზიციას 65 ქულით იკავებს, მომდევნო შეხვედრა კი ლაციოსთან 3 მარტსაა ჩანიშნული.