ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, რომელსაც ამჟამინდელ კლუბში არც თუ კარგი მაჩვენებლები აქვს განაცხადა, რომ სიკვდილის მუქარით შემცველი მესიჯები მიიღო:
"წაგება და ცუდი შედეგები არავის სიამოვნებს, ეს კარგად მესმის. ჩემი გაწვრთნილი გუნდის გამო სოციალურ ქსელში მე და ჩემს ოჯახს მოკვლით დაგვემუქრნენ, ეს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება იყო."
"ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ბოლომდე მენდობიან, ამ გუნდში დიდ გამოცდილებას ვიღებ." - თქვა გრემ პოტერმა
ცნობისთვის, ჩელსი პრემიერ ლიგის მე-10 პოზიციას 31 ქულით იკავებს. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ის ტოტენჰემთანაა ჩანიშნული.