"ზოგ შემოთავაზებაზე უარის თქმა რთულია" | დე ლაურენტისი ალაპარაკდა? » სპორტის ხაზი

"ზოგ შემოთავაზებაზე უარის თქმა რთულია" | დე ლაურენტისი ალაპარაკდა?

"ზოგ შემოთავაზებაზე უარის თქმა რთულია" | დე ლაურენტისი ალაპარაკდა?
22-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

TNT Sports-ის ეთერში აურელიო დე ლაურენტისმა პასუხი რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვას გასცა, აქედან კი ერთ-ერთი ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სხვა კლუბში გაშვების საკითხს შეეხებოდა:

"ჩემთვის ფეხბურთელების გადაბირება და შენარჩუნება საკმაოდ იოლი საქმეა, თუნდაც ეს ნიგერიელსა და ქართველს შეეხებოდეს. მაშინ როდესაც ოსიმენისა და კვარაცხელიას გაფორმება დავაპირეთ, ჩვენ ბევრი სხვა კლუბი გადავწონეთ, იგივე იქნება გასხვისების შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა, არასოდეს თქვათ არასოდეს, ხანდახან ისეთი შემოთავაზებები მოგვდის, რომ მათზე უარის თქმა სიგიჟე იქნებოდა. წინასწარ ვერავინ იტყვის რა მოხდება, თუმცა გვსურს, რომ კვარასა და ვიქტორის ნაპოლის მაისურით თამაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვნახოთ."

"კარგად ვიაზრებდით, რომ წარმატებული სეზონის ჩატარების შანსი გვქონდა, ეს კი ერთმა ფაქტორმა განაპირობა: როდესაც ერთი გუნდით დიდი ხნის განმავლობაში თამაშობ, ამ ფეხბურთელებს მოტივაცია ეკარგებათ და წარმატების მიღწევის შანსიც იკლებს, თუმცა ჩვენ ახალგაზრდა და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმენით, მოვიყვანეთ ოსიმენი, შემდეგ კვარა, კიმი და ასე ვიქეცით ძალიან დიდ ძალად. ჩემი აზრით, ამ ნაპოლის შეუძლია, რომ უმაღლესი მიზნებისთვის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოლოს."
- თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს ემპოლის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი