"კვარაში დღეს ნებისმიერი თანხის გადახდაა შესაძლებელი" | პიეტრო ლო მონაკო » სპორტის ხაზი

"კვარაში დღეს ნებისმიერი თანხის გადახდაა შესაძლებელი" | პიეტრო ლო მონაკო

"კვარაში დღეს ნებისმიერი თანხის გადახდაა შესაძლებელი" | პიეტრო ლო მონაკო
21-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური კლუბის, კატანიას ყოფილმა მფლობელმა, პიეტრო ლო მონაკომ დღევანდელი სატრანსფერო პოლიტიკა ხვიჩა კვარაცხელიას ჭრილში განიხილა და აღნიშნა, რომ ქართველში ნებისმიერი ფასის გადახდაა შესაძლებელი:

"რამდენი ღირს კვარაცხელია? - ამის ახლა თქმა მართლაც რთულია, თუმცა მის სატრანსფერო პოლიტიკას მე რონ განვაგებდე, ამით უდიდეს სიამოვნებას მივიღებდი. მე ენცო ფერნანდესზე ვფიქრობ, რომელიც 8 მილიონად შეიძინეს და 120 მილიონად გაასხვისეს. დღევანდელი ფასები სრული სიგიჟეა, ხვიჩა კვარაცხელიას კი ყველაფერი წინ აქვს, ახლანდელი რეალობით, შესაძლოა მასში ნებისმიერი ფასი გადაიხადონ." - თქვა ლა მონაკომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დღეს, 23:55-ზე ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გერმანიაში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი