"ვიმედოვნებ, რომ ხვიჩა ძველ ფეხბურთში დაგვაბრუნებს" | ჯორჯო პერინეტი » სპორტის ხაზი

"ვიმედოვნებ, რომ ხვიჩა ძველ ფეხბურთში დაგვაბრუნებს" | ჯორჯო პერინეტი

"ვიმედოვნებ, რომ ხვიჩა ძველ ფეხბურთში დაგვაბრუნებს" | ჯორჯო პერინეტი
16-02-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ჯენოას, რომასა და ნაპოლის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯორჯო პერინეტიმ ლუჩანო სპალეტის გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა:

ნაპოლი სერია A-ში

"ნაპოლის ასეთი გაბრწყინება წინასწარ განსაზღვრადი არ ყოფილა. თუმცა, სათქმელია ისიც, რომ წინა წლებში ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლაში არაერთხელ ჩაერთო, რამაც გუნდის წონა გაზარდა. ასევე, გუნდის სიძლიერე კარგმა სატრანსფერო პოლიტიკამ განაპირობა, რამაც ნაპოლის მეტი მოტივირებული და მაღალხარისხიანი ფეხბურთელი მისცა."

ხვიჩა კვარაცხელია

"ნება მიბოძეთ, რომ ამ ბიჭზე ერთი რამ ვთქვა: იმედი მაქვს, რომ მისი თამაშის სტილი და დრიბლინგები ძველ ფეხბურთში დაგვაბრუნებს, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებს შეეძლოთ, რომ მატჩის სადავეები საკუთარ ხელში აეღოთ და შეტევის ინიციატორები თავადვე ყოფილიყვნენ."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი სასუოლო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი