უკვე სეზონის ნახევარი გავიდა და ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს მთელი 13 ქულიანი სხვაობით ლიდერობს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.
სხვათაშორის, რამდენიმე საათის წინ ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის დაპირების შესახებ დაიწერა, რომელიც მისი კლუბის ფეხბურთელებისადმი იყო მიმართული:
"თუ თქვენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლასა და აინტრახტის ბარიერის გადალახვას მოახერხებთ, მაშინ უკლებლივ ყველა ბონუსს მიიღებთ." - ნაპოლის პრეზიდენტი.
როგორც ჩანს, გარდა სპორტული სულისკვეთების მაღალი მაჩვენებლისა, დე ლაურენტისი თავის ბიჭებს საბრძოლველ მოტივაციას კარგი დაპირებებითაც უქმნის.