Il Mattino : "მოურინიოს ახალი გეგმა აქვს, ის კვარაცხელიას ორ მცველს მიუჩენს" » სპორტის ხაზი

Il Mattino : "მოურინიოს ახალი გეგმა აქვს, ის კვარაცხელიას ორ მცველს მიუჩენს"

Il Mattino : "მოურინიოს ახალი გეგმა აქვს, ის კვარაცხელიას ორ მცველს მიუჩენს"
25-01-2023, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გაზეთი Il Mattino "ნაპოლისა" და "რომას" შორის მოახლოებულ მატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ჯალოროსის" თავკაცი, ჯოზე მოურინიო სიმეო ინძაგის გეგმის გაცოცხლებას და ხვიჩასთვის ორი მცველის მიჩენას გეგმავს. როგორც პორტუგალიელი ფიქრობს, ეს სპაციალური "გალია" იქნება ქართველის შესაჩერებლად.

"პრინციპულ შეხვედრაში ხვიჩას შეჩერება მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ მოურინიოს გალიას მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე გარემარბი, სავარაუდოდ, ნიკოლა ზელევსკი და მცველი, ჯანლუკა მანჩინი შექმნიან."

დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "რომასთან" გასამართი მატჩისთვის მზად იქნება, რადგან ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

21 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი