ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი “პარი სენ ჟერმენთან” შეთანხმების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
წყაროს თქმით, 35 წლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაიფიქრა. მისთვის საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე პარიზელთა რიგებში 21 მატჩში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.