"ჩვენ სკუდეტოს მოგების არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს" - სპალეტი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩვენ სკუდეტოს მოგების არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს" - სპალეტი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ

"ჩვენ სკუდეტოს მოგების არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს"  - სპალეტი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ
21-01-2023, 23:36
Aa Aa
გაზიარება:

ერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა შემოგვთავაზა და გასვლაზე "სალერნიტანა" ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

გოლის გატანა ჯერ 45-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მოახერხა, რომელმაც ოჩოას აუღებელი დაურტყა, ხოლო 48-ე წუთზე "ნაპოლის" უპირატესობა ორ ბურთამდე ვიქტორ ოსიმენმა გაზარდა, რომელმაც ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდს სკუდეტოს მოგების ფანტასტიკური შანსი აქვს.

"ეს მატჩები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გონებრივი კუთხით სწორად უნდა ვითამაშოთ ისინი. პირველ ტაიმში იდეალურად ვერ ვუტევდით, თუმცა დაცვაში კარგად ვთამაშობდით, იყო გადატვირთვის რისკი, მაგრამ ტემპს მოვუმატეთ და თამაშში დავბრუნდით.

ეს ხარისხიანი თამაში იყო, შეიძლება პირველი ტაიმი იდეალურად ვერ ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში თავი ვიპოვეთ და ტემპი დავიჭირეთ."


მომდევნო შეხვედრას "ნაპოლი" 29 იანვარს, "რომას" წინააღმდეგ გამათავს, სადაც დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი