"იუვე? მოდი ჩვენს თავზე ვიფიქროთ" - ელმასი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

"იუვე? მოდი ჩვენს თავზე ვიფიქროთ" - ელმასი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ

"იუვე? მოდი ჩვენს თავზე ვიფიქროთ" - ელმასი "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ
21-01-2023, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" მორიგი დამაჯერებელი შეხვედრა შემოგვთავაზა და გასვლაზე "სალერნიტანა" ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

გოლის გატანა ჯერ 45-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მოახერხა, რომელმაც ოჩოას აუღებელი დაურტყა, ხოლო 48-ე წუთზე "ნაპოლის" უპირატესობა ორ ბურთამდე ვიქტორ ოსიმენმა გაზარდა, რომელმაც ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ელიფ ელმასმა გააკეთა, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მიულოცა.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთვის და სალერნიტანასთვის. სიტუაცია და ეს კვირა რთული იყო მათთვის და იუვესთვის, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაინტერესებს. ჩვენ მხოლოდ სამი ქულის მოპოვება გვინდა."

მომდევნო შეხვედრას "ნაპოლი" 29 იანვარს, "რომას" წინააღმდეგ გამათავს, სადაც დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი