"ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ კლუბებში თამაში შეუძლია" | გიორგი ქინქლაძე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ კლუბებში თამაში შეუძლია" | გიორგი ქინქლაძე

"ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ კლუბებში თამაში შეუძლია" | გიორგი ქინქლაძე
16-01-2023, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტისა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ მისი თანამემამულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაპოლის 77-ე ნომერს მსოფლიო ფეხბურთის გრანდებში თამაში შეუძლია:

"ხვიჩა ნაპოლიში ბრწყინვალედ გამოიყურება, მას თავისუფლად შეუძლია, რომ ჩემპიონატი მოიგოს და ბომბარდირიც გახდეს, ამაში კვარაცხელიას თავად გუნდიც ბოლომდე დაეხმარება, რომელიც შესანიშნავად თამაშობს."

"ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან ხვიჩა ტოპ კლუბების ყურადღებას მიიქცევს, თუმცა ჯერ არა. ვფიქრობ, კვარაცხელიამ ნაპოლიში კიდევ 2 სეზონი უნდა გაატაროს, შემდეგ გრანდში თამაში შეეძლება."
- გიორგი ქინქლაძე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავის მე-5 პოზიციას 7 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი