"პსჟ-ის" გადაწყვეტილებით, ხვალ, "ანჟესთან" შეხვედრის წინ ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონობას არ იზეიმებენ. აღნიშნული ცნობა Le Parisien-მა გაავრცელა.
პარიზელებმა არგენტინელს ეს მიღწევა ვარჯიშის წინ მიულოცეს და საპატიო კორიდორიც მოუწყვეს. კლუბის სპორტულმა მრჩეველმა, ლუიშ კამპუშმა ლეოს თასიც კიგადასცა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, "პსჟ" თვლის, რომ მილოცვა საკმარისი იყო, რომ ფინალიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.