საფრანგეთთან მარცხის შემდგომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მედიასთან ისაუბრა:
„ჩვენმა ფეხბურთმა გაცილებით მეტი დაიმსახურა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მხოლოდ გოლების რაოდენობაა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ მეტის გაკეთება აღარ შეეძლოთ. მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.
თამაშის დეტალებზე ყურადღების გამახვილება ახლა უაზრობა იქნება. მინდა, რომ მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვისაუბრო და საფრანგეთს გამარჯვება მივულოცო. პირადად კეინს ვერაფერს დავაბრალებ. ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ, როგორც ერთი გუნდი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჰარის გარეშე მეოთხედფინალში ვერ გავიდოდით.“
შეგახსენებთ, რომ ფრანგები ნახევარფინალში მაროკოს შეხვდებიან.