ტომას ფრანკი ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელობას უახლოვდება » სპორტის ხაზი

ტომას ფრანკი ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელობას უახლოვდება

ტომას ფრანკი ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელობას უახლოვდება
9-06-2025, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ანჟ პოსტეკოგლუმ ტოტენჰემს ევროპის ლიგა მოაგებინა, კლუბის ხელმძღვანელობამ ავსტრალიელ სპეციალისტს ჩაგდებული პრემიერ ლიგა არ აპატია და თანამდებობიდან დაითხოვა.

მომდევნო სეზონში ტოტენჰემს კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ელის, რადგან კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეა გასული და რესურსების შესაბამისად გადანაწილება მოუწევს.

საამისოდ ტოტენჰემი ნდობის გამოცხადებას ტომას ფრანკისთვის აპირებს, რომელმაც ბოლო წლებში ბრენტფორდული კარიერით სახელი გაითქვა და როგორც ჩანს, ტოტენჰემის ბოსების გულიც მოიგო.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ ტოტენჰემი ფრანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერი ბოლოშია გასული. მოსალოდნელია, რომ კლუბი დანიელ სპეციალისტს მთავარ მწვრთნელად უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი