ტიჯანი რეინდერსის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ამჯერად სიტის ახალწვეული რაიან აიტ-ნური გახდა.
ვულვერჰემპტონის აწ უკვე ყოფილ მცველს პრემიერ ლიგის გასული სეზონი შესანიშნავი გამოუვიდა, რაც პეპისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
24 წლის უკანახაზელმა ინგლისის ჩემპიონატში არც თუ ისე ძლიერი ვულვზის მაისურით 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მან.სიტიმ ვულვერჰემპტონს აფრიკელი მცველის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, გვარდიოლა აიტ-ნურის ახალი პროექტის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს.