ფარერების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეიბუნ კლასტეინმა საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შეხვედრა მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კლასტეინის თქმით, ფარერები ამჟამად განვითარების ეტაპზე იმყოფებიან და სწორედ ასეთ მატჩებში ხედავს პროგრესის შესაძლებლობას:
"საქართველოსთან თამაში კარგი გამოწვევაა. ვიცით, რა წარმატებებს მიაღწია ამ ნაკრებმა ბოლო წლებში და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია."
კლასტეინმა ქართველი ფეხბურთელების დონესაც გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით – შეტევით ფაზაში:
"საქართველოს კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. მართალია, ისინი ოპტიმალური შემადგენლობით არ იქნებიან, მაგრამ მათ ადგილასაც მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები გამოჩნდებიან."
ფარერების თავკაცმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს მატჩი ამხანაგური ხასიათის იქნება და ამიტომ შესაძლებელია, ბევრ სხვადასხვა სცენარს შევესწროთ:
"მთავარია, თამაში კარგი და პროდუქტიული გამოვიდეს. ამხანაგურ შეხვედრაში შედეგზე ნაკლებად ვართ ორიენტირებულები, ვიდრე თამაშის ხარისხზე."
კლასტეინის განცხადებიდან იკვეთება პატივისცემა საქართველოს ნაკრების მიმართ და ინტერესი იმ საფეხბურთო პროგრესისადმი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია.