ვან დაიკი: "პსჟ-სთან მატჩში ყველაზე მეტად ამან გამაოცა" » სპორტის ხაზი

ვან დაიკი: "პსჟ-სთან მატჩში ყველაზე მეტად ამან გამაოცა"

ვან დაიკი: "პსჟ-სთან მატჩში ყველაზე მეტად ამან გამაოცა"
26-05-2025, 10:46
Aa Aa
გაზიარება:

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, საფრანგეთის წამყვან სპორტულ გამოცემა „ეკიპს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მან „პარი სენ ჟერმენთან“ გამართული შეხვედრის შთაბეჭდილებები გაიხსენა და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ პირველ მატჩში პსჟ-მ ძლიერი მხარეები გამოავლინა. მისი თქმით, ფრანგულმა კლუბმა ტექნიკურად მაღალ დონეზე ითამაშა, ფეხბურთელებმა ინდივიდუალური ოსტატობა და ენერგია გამოავლინეს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას პსჟ-ს უპირატესობა ჰქონდა, „ლივერპულმა“ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება — რამაც თავად ვან დეიკიც კი გააკვირვა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც 31 მაისს გაიმართება, ვან დეიკმა ხალისით აღნიშნა, რომ მატჩის ნახვას არ აპირებს. მისივე თქმით, ის იმ პერიოდში შვებულებაში იქნება და ამ დროის სრულად გამოყენებას დასვენებაზე გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი