ბრაზილიელმა საფეხბურთო ლეგენდამ, რონალდინიომ, ესპანურ გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, „პარი სენ-ჟერმენის“ მნიშვნელობაზე და გუნდთან პირად კავშირებზე ისაუბრა.
საუბრისას რონალდინიომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ წვლილს, რაც პსჟ-მ მის კარიერულ წინსვლაში შეიტანა:
„როცა ევროპაში ჩამოვედი, პსჟ იყო ის კლუბი, რომელიც დამეხმარა ადაპტაციაში. იქ დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო,“ – აღნიშნა ბრაზილიელმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ჩემპიონი კლუბი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგებას შეძლებს:
„მათ ახლა ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც ჩემი მეგობარია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იდეალურად წარიმართება და პსჟ ბოლოს და ბოლოს აისრულებს ოცნებას – მოიგებს ჩემპიონთა ლიგას,“ – განაცხადა რონალდინიომ.