სერია A - პოზიციების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები ცნობილია » სპორტის ხაზი

სერია A - პოზიციების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები ცნობილია

სერია A - პოზიციების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები ცნობილია
გუშინ, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ში მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად ტრადიციული ინდივიდუალური ჯილდოებისთვის მზადება დაიწყო. 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები შერჩეულია პოზიციების მიხედვით, ხოლო გამარჯვებულთა ვინაობა 23 მაისს გახდება ცნობილი.

საფეხბურთო ლიგამ უკვე დაასახელა თითოეული კატეგორიის ნომინანტები – ეს მოთამაშეები სეზონის განმავლობაში მაღალი დონით გამოირჩეოდნენ და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავიანთი გუნდების თამაშში.

1. საუკეთესო ახალგაზრდა (U23) მოთამაშე – 3 ფინალისტი:

სებასტიანო ესპოზიტო („ემპოლი“), ნიკო პაცი („კომო“), ქენან ილდიზი („იუვენტუსი“)

2. საუკეთესო მეკარე – 3 კანდიდატი:

დავიდ დე ხეა („ფიორენტინა“), მილინკოვიჩ-სავიჩი („ტორინო“), მილე სვილარი („რომა“)

3. საუკეთესო მცველი – 3 ნომინანტი:

ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ალესანდრო ბონჯორნო („ნაპოლი“), ნუნუ ტავარეში („ლაციო“)

4. საუკეთესო ნახევარმცველი – 3 ფინალისტი:

ნიკოლო ბარელა („ინტერი“), სკოტ მაკტომინეი („ნაპოლი“), ტიჯანი რეინდერსი („მილანი“)

5. საუკეთესო თავდამსხმელი – 3 ნომინანტი:

მოიზე კინი („ფიორენტინა“), რიკარდო ორსოლინი („ბოლონია“), მატეო რეტეგი („ატალანტა“)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი