ორ კურდღელს ერთად დაიჭერენ - რა გეგმა აქვს რეალს ნიკო უილიამსთან მიმართებით » სპორტის ხაზი

ორ კურდღელს ერთად დაიჭერენ - რა გეგმა აქვს რეალს ნიკო უილიამსთან მიმართებით

ორ კურდღელს ერთად დაიჭერენ - რა გეგმა აქვს რეალს ნიკო უილიამსთან მიმართებით
21-05-2025, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ბილბაოს ატლეტიკისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვინგერს, ნიკო უილიამსს თუ ვინმეს უკავშირებდნენ, ეს ბარსელონა იყო, სადაც 22 წლის შემტევს ბევრი ახლო მეგობარი და დიდი მომავალი ელოდა, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ მაინც არ შედგა.

მიუხედავად ამისა, ბარსელონა ნიკოს ბოლომდე მაინც არ ჩამოშორდა და კლუბს მისი დამატების ვარიანტი დღემდე აქვს, არადა საქმეში უკვე მადრიდის რეალიცაა ჩართული.

Marca-ს მტკიცებით, ფლორენტინო პერესს ნიკოს შეძენა ორი მიზეზის გამო სურს. პირველი ისაა, რომ სამეფო კლუბი უმცროს უილიამსს აქამდეც აკვირდებოდა და მის შეძენასაც განიხილავდა, მეორე კი ბარსელონასთვის მორალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს.

დიდხნიანი მოცდის შემდეგ კილიან მბაპე რომ ბარსელონაში გადასულიყო, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებდით. ცხადია, ფეხბურთელების კალიბრი საგრძნობლად განსხვავდება, თუმცა ისტორიის შინაარსი ზუსტად ასეთივე იქნებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.